Global Privacy Policy

გლობალური კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 1 თებერვალი, 2019 წ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება OTELMS-ში!

OTELMS, Inc და მისი ფილიალები (ერთობლივად „OTELMS“ და „ჩვენ“) პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას აძლევს პლატფორმებსა და სავაჭრო ობიექტებს აწარმოონ ბიზნესი და უსაფრთხოდ განახორციელონ ონლაინ გადახდის ოპერაციები.

წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს პერსონალური მონაცემების ტიპებს, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების („სერვისები“) და ჩვენი ონლაინ ყოფნის საშუალებით, რომელიც მოიცავს ჩვენს მთავარ ვებსაიტს OTELMS.com, აგრეთვე სერვისებსა და ვებსაიტებს, რომლებზეც ჩვენ ვაძლევთ წვდომას ინტერნეტ მომხმარებლებს, როგორიცაა OTELMS უნივერსიტეტი (ერთობლივად, ჩვენი „საიტები“). ეს პოლიტიკა ასევე აღწერს, თუ როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, ვისთან ვაზიარებთ მათ, თქვენს უფლებებსა და არჩევანს და როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის შესახებ. ეს პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის საიტებზე, პროდუქტებზე ან სერვისებზე, მაშინაც კი, თუ ისინი დაკავშირებულია ჩვენს სერვისებსა ან საიტებთან, და თქვენ ყურადღებით უნდა განიხილოთ მესამე მხარეთა კონფიდენციალობის პრაქტიკა.

  1. მიმოხილვა

OTELMS პირად მონაცემებს იღებს სხვადასხვა წყაროებიდან ჩვენი სერვისების შემოთავაზებისა და ჩვენი საიტების მართვისთვის. „თქვენ“ შეიძლება იყოთ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორი, ჩვენი ერთი ან რამდენიმე სერვისის მომხმარებელი („მომხმარებელი“ ან „OTELMS-ის მომხმარებელი“) ან მომხმარებლის კლიენტი  („კლიენტი“). თუ კლიენტი ხართ, OTELMS, ჩვეულებრივ, არ აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირ თქვენგან. OTELMS-ის მომხმარებელთან შეთანხმებაში თქვენ უნდა განგემარტოთ, რომ OTELMS-ის მომხმარებელი OTELMS-ს უზიარებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, და თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ამ გაზიარების შესახებ, მაშინ თქვენ უნდა მიმართოთ OTELMS-ის მომხმარებელს.

  1. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ

ა. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ.

პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან საიდენტიფიკაციო ინდივიდთან. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ პირდაპირ ჩვენი საიტების მეშვეობით გვაწვდით, გამოჩნდება კონტექსტიდან, რომელშიც თქვენ წარმოგვიდგენთ ამ მონაცემებს, კერძოდ:

  • OTELMS-ის ანგარიშზე დარეგისტრირებისას ჩვენ ვაგროვებთ თქვენს სრულ სახელს, ელ-ფოსტის მისამართს და ანგარიშზე შესვლისთვის საჭირო მონაცემებს.
  • როდესაც თქვენ ავსებთ ჩვენს ონლაინ ფორმას ჩვენი გაყიდვების გუნდთან დაკავშირებისთვის, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს სრულ სახელს, სამუშაოს ელ-ფოსტას, ქვეყანას და სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ თქვენი პროექტის, საჭიროებების და ვადების შესახებ.
  • როდესაც თქვენ იყენებთ OTELMS-ის ფუნქციას „ავტომატური ბილინგი“, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს ელ-ფოსტას, გადახდის ბარათის ნომერს, CVC-ს კოდს და მოქმედების ვადის გასვლის თარიღს.
  • როდესაც პასუხობთ OTELMS-ის წერილებს ან გამოკითხვებს, ჩვენ ვაგროვებთ ელ-ფოსტის მისამართს, სახელსა და სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ ჩასვათ წერილის ტექსტსა თუ პასუხებში. თუ ტელეფონით დაგვიკავშირდით, ჩვენ შევაგროვებთ ტელეფონის ნომერს, რომელსაც თქვენ იყენებთ OTELMS-თან დაკავშირებისთვის. თუ დაგვიკავშირდით ტელეფონით, როგორც OTELMS-ის მომხმარებელი, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ დამატებითი ინფორმაცია, რათა დადასტურდეს თქვენი იდენტურობა.
  • თუ თქვენ ხართ OTELMS მომხმარებელი, თქვენ გვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩვენთან საქმიანი ურთიერთობების ნაწილის სახით, ჩვენ ასევე შეგვიძლია მივიღოთ თქვენი ფინანსური და პირადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი დაბადების თარიღი და სამთავრობო იდენტიფიკატორები თქვენთან და თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებით (როგორიცაა თქვენი სოციალური დაზღვევის ნომერი, საგადასახადო ნომერი ან დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო ნომერი ).
  • თუ მომხმარებელი ხართ, როდესაც ასრულეთ გადახდას ან ატარებთ ტრანზაქციას OTELMS-ის მომხმარებლის ვებსაიტის ან აპლიკაციის მეშვეობით, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციის შესახებ. იმის მიხედვით, თუ როგორც ახორციელებს OTELMS-ის მომხმარებელი ჩვენს სერვისებს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ინფორმაცია პირდაპირ თქვენგან, ან OTELMS-ის მომხმარებლისგან ან მესამე მხარეებისგან. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას (როგორიცაა სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა) და ინფორმაციას გადახდის მეთოდის შესახებ (როგორიცაა საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი ან საბანკო ანგარიშის მონაცემები), შესყიდვის თანხა, შეძენის თარიღი და გადახდის მეთოდი.
  • როდესაც ჩვენ ვახორციელებთ თაღლითობის მონიტორინგის, პრევენციისა და გამოვლენის ღონისძიებებს, ჩვენ ასევე შეგვიძლია მივიღოთ პერსონალური მონაცემები ჩვენს ბიზნეს პარტნიორებისგან, ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებისგან, პირადობის გადამოწმების სერვისებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (მაგალითად, სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ქვეყანა), საჭიროებისამებრ, თქვენი პირადობის დადასტურებისა და თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენი თაღლითობის მონიტორინგის, გამოვლენისა და პრევენციის სამსახურმა შეიძლება გამოიყენოს ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება შევაფასოთ რისკები, დაკავშირებული ტრანზაქციების მცდელობებთან, რომელიც ჩართულია OTELMS-ის მომხმარებლის ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში და  აგროვებს ინფორმაციას.
  • თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ინფორმაციის ჩვენთან გამოგზავნა სხვა მეთოდებით, მათ შორის: (i) მარკეტინგის ან სხვა კომუნიკაციების საპასუხოდ; (ii) სოციალური მედიის ან ონლაინ ფორუმების მეშვეობით; (iii) შეთავაზებაში, პროგრამაში ან სარეკლამო აქციაში მონაწილეობის მეშვეობით; (iv) ჩვენთან არსებულ ფაქტობრივ ან პოტენციურ საქმიანობასთან დაკავშირებით; ან (v) გამოფენებზე ან სხვა ღონისძიებებზე თქვენი სავიზიტო ბარათის ან საკონტაქტო მონაცემების ჩვენთვის გადმოცემით.

ბ. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ ჩვენს საიტებზე.

ჩვენი საიტები იყენებს ქუქი-ჩანაწერებს და სხვა ტექნოლოგიებს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ეს ტექნოლოგიები იწერენ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი საიტების გამოყენების შესახებ, მათ შორის:

  • ბრაუზერის და მოწყობილობის მონაცემები, როგორიცაა IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა და ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, ეკრანის გარჩევადობა, ოპერაციული სისტემის სახელი და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, დანამატები, მოდულები და საიტების, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ, ენა;
  • გამოყენების მონაცემები, როგორიცაა საიტებზე გატარებული დრო, დათვალიერებული გვერდები, ბმულები, რომლებზეც გადადიოდით, ენის არჩევა და გვერდები, რომლებიდანაც გადმოხვედით ჩვენს საიტებზე.

ჩვენ ასევე შეიძლება შევკრიბოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ საქმიანობაზე ვებსაიტებზე და დაკავშირებულ მოწყობილობებზე დროთა განმავლობაში და მესამე მხარის საიტებზე, მოწყობილობებზე, აპლიკაციებში და სხვა ონლაინ ფუნქციებსა და სერვისებზე. ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს ჩვენს საიტებზე იმისთვის, რომ შევძლოთ გავაანალიზოთ ჩვენი საიტის გამოყენება და მოვახდინოთ ტექნიკური საკითხების დიაგნოსტიკა.

  1. როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

ა. ჩვენი პროდუქტები და სერვისები

ჩვენ ვეყრდნობით რიგ სამართლებრივ საფუძვლებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რათა ხელი შევუწყოთ საქმიან ურთიერთობებს ჩვენს მომხმარებლებთან, რათა შევასრულოთ ჩვენი ფინანსური მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი ვალდებულებები და დავიცვათ ჩვენი კანონიერი ბიზნეს ინტერესები. ჩვენ ასევე ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რათა შევასრულოთ საგადასახადო ოპერაციები და უზრუნველვყოთ ანგარიშსწორების სერვისების მიწოდება ჩვენი მომხმარებლისათვის.

ბ. მარკეტინგი და ღონისძიებებთან დაკავშირებული კომუნიკაციები

ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ ელ-ფოსტის მეშვეობით მარკეტინგული შეტყობინებები OTELMS-ის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, მოგიწვიოთ ჩვენს ღონისძიებებსა ან კვლევებში მონაწილეობის მისაღებად, ან სხვაგვარად ვიურთიერთქმედოთ თქვენთან მარკეტინგული მიზნებისათვის, იმ პირობით, რომ ჩვენ ამას ვახდენთ თანხმობის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც დადგენილია კანონით. როდესაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს საქმიან საკონტაქტო ინფორმაციას გამოფენებში ან სხვა ღონისძიებებში თქვენი მონაწილეობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, რომ დაგიკავშირდეთ  აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოითხოვეთ ჩვენი პროდუქციისა და სერვისების შესახებ, თქვენი ნებართვით ჩაგრთოთ ჩვენს მარკეტინგულ საინფორმაციო კამპანიებში.

გ. ინტერესზე მორგებული რეკლამა

როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს საიტებს ან ონლაინ სერვისებს, ჩვენ და ზოგიერთი მესამე მხარე შევისწავლით თქვენს ონლაინ საქმიანობას დროთა განმავლობაში და სხვადასხვა საიტზე, რათა მოგაწოდოთ რეკლამა თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ (ამ ტიპის რეკლამას ეწოდება „ინტერესზე მორგებული რეკლამა“). ამ მესამე მხარეებს შეუძლიათ განათავსონ ან ამოიცნონ თქვენი ბრაუზერის უნიკალური ქუქი-ჩანაწერები ან სხვა ტექნოლოგიები (მათ შორის პიქსელური ტეგების გამოყენება). იქ, სადაც ამას მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენ წინასწარ ვიღებთ თქვენს თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებამდე ინტერესზე მორგებული რეკლამის მიზნით.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სხვა რეკლამა სხვა ვებსაიტებზე ან მობილურ აპლიკაციებში, რადგან ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სარეკლამო ქსელებში. რეკლამის ქსელები საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ჩვენი შეტყობინებები მომხმარებლებს, მათ შორის დემოგრაფიული მონაცემების, მომხმარებლების შეხედულებებისა და დათვალიერების კონტექსტის გათვალისწინებით (მაგალითად, ჩვენს საიტებზე თქვენი ვიზიტების დრო და თარიღი, დათვალიერებული გვერდები და ბმულები, რომლებზეც თქვენ დააწკაპეთ). ეს ტექნოლოგია ასევე გვეხმარება თვალი ვადევნოთ ჩვენი მარკეტინგის ძალისხმევის ეფექტურობას და გავიგოთ, გინახავთ თუ არა ჩვენი ერთ-ერთი სარეკლამო განცხადება თუ არა.

ჩვენ ვმუშაობთ Google AdWords, Doubleclick, AdRoll და სხვა სარეკლამო ქსელებთან. რომ გაიგოთ, თუ როგორ განაცხადოთ უარი ქცევით რეკლამაზე, რომელსაც ათავსებენ ქსელური რეკლამის ინიციატივის წევრი კომპანიები, ეწვიეთ ქსელური რეკლამის ინიციატივასა და ციფრული რეკლამის ალიანსს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ AppChoices-ის აპლიკაცია, რომ უარი თქვათ რეკლამაზე მობილურ აპლიკაციებში. თუ ინტერესზე მორგებულ რეკლამაზე განაცხადებთ უარს, თქვენ შეიძლება დაინახოთ რეკლამა, რომელიც არ არის თქვენთვის შესაბამისი. ამჟამად არ არსებობს ინდუსტრიის სტანდარტი ბრაუზერის სიგნალების „თვალის დევნებაზე უარი“ ამოსაცნობად, ამიტომ ჩვენ არ ვპასუხობთ მათ.

  1. როგორ ვამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს.

OTELMS არ ჰყიდის ან აქირავებს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგისთვის ან დაუკავშირებელი მესამე მხარისთვის. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს მხოლოდ ნდობით აღჭურვილ პირებს, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.

ა. OTELMS. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს OTELMS-ის სხვა ორგანოებს, ჩვენი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფისა და შიდა ადმინისტრაციული მიზნებისთვის.

ბ. მომსახურების მიმწოდებლები. ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ ჩვენი მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ რაოდენობას. ჩვენ გვყავს სერვისის პროვაიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი სახელით მომსახურებას, როგორიცაა პირადობის გადამოწმების მომსახურება, ვებ-საიტების ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, კლიენტების მომსახურება, ელფოსტის მიწოდება და აუდიტორული მომსახურება. ამ სერვისების პროვაიდერებმა შეიძლება მოითხოვონ პერსონალური მონაცემები, რათა შეასრულონ თავიანთი მომსახურება. ჩვენ ვაძლევთ უფლებას ასეთი სერვისების პროვაიდერებს, გამოიყენონ პერსონალური მონაცემები ან გაამჟღავნონ ისინი მხოლოდ საჭიროებისამებრ, ჩვენი სახელით სერვისის განხორციელებისა ან იურიდიული მოთხოვნების შესრულების მიზნით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სერვისების მიმწოდებლებმა ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების, რომლებსაც ისინი ამუშავებენ ჩვენი სახელით, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენი სერვისების მიმწოდებლები ძირითადად განთავსებულია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე.

გ. საქმიანი პარტნიორები. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარის ბიზნეს პარტნიორებს, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი მომხმარებლებისთვის ჩვენი მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

დ. ჩვენი მომხმარებლები და მესამე პირები, უფლებამოსილი ჩვენი მომხმარებლების მიერ. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლებს საჭიროებისამებრ, როგორც ეს აუცილებელია მომხმარებლის ანგარიშის შენარჩუნებისა და მომსახურებისათვის. მესამე პირის მიერ პირადი მონაცემების გამოყენება მესამე პირის კონფიდენციალურობის პოლიტიკას ექვემდებარება.

ე. კორპორატიული ტრანზაქციები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვახორციელებთ ან ვაპირებთ გარიგების განხორციელებას, რომელიც ცვლის ჩვენი ბიზნესის სტრუქტურას, როგორიცაა რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყიდვა, ერთობლივი საწარმო, დანიშვნა, გადაცემა, კონტროლის შეცვლა ან ბიზნესის ან მისი ნაწილის, აქტივების ან აქციების ნებისმიერი ნაწილის სხვაგვარი განკარგვა, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ პერსონალური მონაცემები მესამე მხარეს გარიგების ხელშეწყობისა და დასრულების მიზნით.

ვ. შესაბამისობა და ზიანის პრევენცია. ჩვენ ვაზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, როგორც გვწამს, რომ ეს აუცილებელია: (i) შესაბამისი კანონის ან გადახდის მეთოდის წესების შესრულებისთვის; (ii) ჩვენი სახელშეკრულებო უფლებების აღსრულებისთვის; (iii) OTELMS-ის, თქვენი ან სხვების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და ქონების დაცვისთვის; და (iv) სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების, მარეგულირებელი ორგანოების და სხვა საჯარო და სამთავრობო ორგანოების, რომელთა რიცხვში შეიძლება შედიოდნენ თქვენს ქვეყანაში არსებული ხელისუფლების ორგანოები, მოთხოვნების საპასუხოდ.

  1. თქვენი უფლებები და არჩევანი.

თქვენ გაქვთ არჩევანი თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების და გამჟღავნების შესახებ:

ა. უარის თქმა ჩვენგან ელექტრონული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ მარკეტინგთან დაკავშირებული ელექტრონული წერილების მიღება, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ მათზე ასეთ წერილებში არსებული ბმულის მეშვეობით. ჩვენ შევეცდებით შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა, რაც შეიძლება მოკლე დროში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ გააუქმებთ ჩვენს მარკეტინგულ გამოწერას,  ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ შეტყობინებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სერვისების უზრუნველყოფისთვის.

ბ. როგორ შეგიძლიათ იხილოთ ან შეცვალოთ თქვენი ანგარიშის პერსონალური მონაცემები. თუ გსურთ გადახედოთ, შეასწოროთ ან განაახლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ადრე გაგვიმჟღავნეთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს თქვენი OTELMS ანგარიშში შესვლით ან ჩვენთან დაკავშირების მეშვეობით.

გ. თქვენი მონაცემების დაცვის უფლებები. თქვენს ადგილმდებარეობისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ:

  • OTELMS-ის მიერ იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების დადასტურების მოთხოვნის უფლება, რომელიც თქვენთან დაკავშირებულია და, ამ შემთხვევაში, ამ პერსონალური მონაცემების ასლის მოთხოვნის უფლება;
  • OTELMS-ისთვის იმ პერსონალური მონაცემების გასწორებისა ან განახლების მოთხოვნის უფლება, რომელიც არასწორი, არასრული ან მოძველებულია;
  • OTELMS-ისთვის თქვენი პირადი მონაცემების წაშლის მოთხოვნის უფლება კანონით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებებში;
  • OTELMS-ისთვის მოთხოვნის უფლება, რომ OTELMS-მა შეზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება, მაგალითად, როდესაც OTELMS განიხილავს თქვენს სხვა მოთხოვნას (მათ შორის პერსონალური მონაცემების განახლების შესახებ); და
  • თქვენი პერსონალური მონაცემების, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ თქვენთვის მომსახურების უზრუნველსაყოფად, სხვა კომპანიაში ექსპორტის მოთხოვნა, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

თუ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება თქვენს მიერ ადრე გაცემულ თანხმობას ეფუძნება, თქვენ უფლება გაქვთ გააუქმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

დ. მონაცემთა დაცვის უფლებების განხორციელების პროცესი. იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ OTELMS-ს, როგორც ეს აღწერილია ჩვენს განყოფილებაში „კონტაქტი“. ჩვენ თითოეულ მოთხოვნას სერიოზულად მივიღებთ. ჩვენ შევასრულებთ თქვენს მოთხოვნას იმ ზომით, რომელიც აუცილებელია კანონით. ჩვენ ვერ შევძლებთ მოთხოვნაზე პასუხს, თუ აღარ გვექნება თქვენი პერსონალური მონაცემები. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენგან არ მიგიღიათ დამაკმაყოფილებელი რეაქცია, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ქვეყანაში მოქმედ მონაცემთა დაცვის ორგანოსთან.

  • თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემამდე, როგორიცაა შემოწმება იმისა, რომ ელ-ფოსტის მისამართი, რომლიდანაც თქვენ აგზავნით მოთხოვნას, შეესაბამება თქვენი ელ-ფოსტის მისამართს, რომელიც ინახება ჩვენს ბაზაში. თუ ჩვენ აღარ დაგვჭირდება თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება ჩვენი სერვისების მიწოდებისა ან ჩვენი საიტების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ აღარ შევინარჩუნებთ, შევიძენთ ან დავამუშავებთ დამატებით ინფორმაციას თქვენი იდენტიფიკაციის მიზნით თქვენს მოთხოვნაზე საპასუხოდ.
  1. უსაფრთხოება და შენარჩუნება

ჩვენ გონივრულ ძალისხმევას მივმართავთ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების შესაბამისი უსაფრთხოების დონის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვინარჩუნებთ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც განკუთვნილია ჩვენს ორგანიზაციაში თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის არასანქცირებული წვდომის, განადგურების, დაკარგვის, შეცვლისა თუ ბოროტად გამოყენებისგან. თქვენი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შეზღუდული რაოდენობის პერსონალისათვის, რომელსაც სჭირდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი მოვალეობის შესასრულებლად. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ უზრუნველყოფს 100% გარანტიას. თუ თქვენ გწამთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან აღარ არის დაცული (მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება კომპრომეტირებულია), გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ.

თუ თქვენ ხართ OTELMS-ის მომხმარებელი, ჩვენ ვინარჩუნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ დრომდე, სანამ ჩვენს სერვისს გაწვდით. ჩვენ ვინარჩუნებთ პერსონალურ მონაცემებს მას შემდეგაც, როდესაც თქვენ შეწყვეტთ სერვისებით სარგებლობას, მაშინაც კი, თუ დახურეთ თქვენი OTELMS ანგარიში, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პერსონალურ მონაცემებს, რათა შევასრულოთ ჩვენი საგადასახადო, საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებები, როდესაც ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ მონაცემები ჩვენს ფინანსურ პარტნიორებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემთა შენახვა მინიჭებულია გადახდის მეთოდებით, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ მონაცემებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ ნებისმიერი შეზღუდვის პერიოდების შესაბამისად და ვარეგისტრირებთ შენარჩუნების ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია კანონით.

  1. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

ჩვენ ვართ გლობალური ბიზნესი. პირადი მონაცემების შენახვა და დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ ან სადაც ჩვენ გვყავს მომსახურების პროვაიდერები. ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვფლობთ თქვენს შესახებ, იმ ქვეყნებში, სადაც პერსონალური მონაცემები არ იყო თავდაპირველად შეგროვებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ მონაცემთა დაცვის წესები, რომლებიც განსხვავდება თქვენი ქვეყნის წესებისაგან. თუმცა, ჩვენ ვიღებთ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ასეთი გადატანა შეესაბამებოდეს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას და რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად. გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლოებმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა, მარეგულირებელმა ორგანოებმა ან უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა შეიძლება მოიპოვონ უფლება თქვენი პერსონალური მონაცემების წვდომაზე.

თუ იმყოფებით ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში („EEA“) ან შვეიცარიაში, ჩვენ ვიცავთ მოქმედ კანონმდებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე თქვენი პირადი მონაცემების გადაცემისათვის.

იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი კანონმდებლობა ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ საერთაშორისო მონაცემთა გადაცემის სისტემა რეგულირდებოდეს მონაცემთა გადაცემის მექანიზმით, ჩვენ ვიყენებთ ერთ ან მეტს შემდეგი მექანიზმებიდან: ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები EEA-ს ფარგლებს გარეთ მყოფ მონაცემთა მიმღებთან; იმის გადამოწმება, რომ მიმღები იცავს სავალდებულო კორპორატიულ წესებს, ან გადამოწმება, რომ მიმღები აკმაყოფილებს ევროკავშირის, აშშ-სა და შვეიცარიის კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებს.

  1. გამოყენება არასრულწლოვანთა მიერ.

მომსახურება არ არის განკუთვნილი 13 წლის ასაკამდე პირებისათვის და ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ არ გადასცენ პერსონალური მონაცემები სერვისების მეშვეობით.

  1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება და შეტყობინებები.

ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ახალი სერვისების, ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებში ცვლილებების ან შესაბამის კანონებში ცვლილებების ასახვის მიზნით. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში ლეგენდა „ბოლო განახლება“ მიუთითებს, როდის იყო ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლებული. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის, როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ შესწორებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას სერვისებზე. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ან გაფრთხილებები, რომლებიც ეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ, ჩვენს ვებსაიტზე განთავსების გზით.

  1. ბმულები სხვა ვებსაიტებზე.

სერვისებმა შეიძლება უზრუნველყონ სხვა საიტებთან დაკავშირება. ამ საიტებმა შეიძლება იმოქმედონ ჩვენგან დამოუკიდებლად და შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი კონფიდენციალურობის შენიშვნები ან პოლიტიკა, რომლის გაცნობას ჩვენ დაჟინებით გირჩევთ. თუ რომელიმე დაკავშირებულ ვებსაიტს ჩვენ არ ვფლობთ ან არ ვაკონტროლებთ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მის შინაარსზე, ვებსაიტის ნებისმიერ გამოყენებასა ან ვებსაიტის ოპერატორის კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე.