OTELMS TERMS OF SERVICE

OTELMS-ის მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 1 თებერვალი, 2019 წ.

მადლობას გიხდით ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების („სერვისი“) გამოყენებისთვის. თუ თქვენ იმყოფებით ევროპულ ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში, თუ სხვა დამატებითი პირობებით არ არის გათვალისწინებული, სერვისები უზრუნველყოფილია შპს OTELMS-ის („OTELMS“) მიერ, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს ინგლისის კანონმდებლობის შესაბამისად (რეგისტრაციის ნომერი: 11139340), და მდებარეობს მისამართზე: 85 Great Portland Street, London,  W1W 7LT.

ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ისინი.

ჩვენი სერვისების გამოყენება

თქვენ უნდა დაიცვათ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც წარმოდგენილია სერვისების ფარგლებში.

ნუ გამოიყენებთ ბოროტად ჩვენს სერვისებს. მაგალითად, არ ჩაერიოთ ჩვენს მომსახურებაში და არ შეეცადეთ მათი წვდომა იმ მეთოდის გამოყენებით, რომელიც განსხვავდება ინტერფეისისა და ინსტრუქციებისგან, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები მხოლოდ კანონის შესაბამისად, მათ შორის ექსპორტისა და რეექსპორტის კონტროლის კანონებისა და რეგულაციების გამოყენების შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ ჩვენი მომსახურება, თუ თქვენ არ იცავთ ჩვენს პირობებს ან პოლიტიკას ან თუ ჩვენ ვიძიებთ საეჭვო დარღვევებს.

ჩვენი სერვისების გამოყენება არ გაძლევთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ჩვენი სერვისების ან კონტენტის მიმართებაში, რომელსაც თქვენ იყენებთ. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტენტი ჩვენი სერვისიდან, თუ თქვენ არ მიიღებთ ნებართვას მისი მფლობელისგან, ან თუ სხვა არ არის დაშვებულია კანონით. ეს პირობები არ გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ ნებისმიერი ბრენდინგი ან ლოგოტიპი, რომელიც გამოიყენება ჩვენს სერვისებში. არ წაშალოთ, დამალოთ ან შეცვალოთ ნებისმიერი იურიდიული ინფორმაცია, რომელიც ნაჩვენებია ჩვენს სერვისებში ან მათთან ერთად.

ჩვენი სერვისები ასახავს ზოგიერთ კონტენტს, რომელიც არ ეკუთვნის OTELMS-ს. ეს კონტენტი წარმოადგენს იმ პირის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კონტენტი, რათა დავადგინოთ, არის თუ არა ის უკანონო ან არღვევს თუ არა ჩვენს პოლიტიკას და შეიძლება უარვყოთ ის ან უარი ვთქვათ იმ კონტენტის ჩვენებაზე, რომელიც, ჩვენი გონივრული მოსაზრების თანახმად, არღვევს ჩვენს პოლიტიკას ან კანონს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვიხილავთ კონტენტს, ასე რომ, არ ივარაუდოთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ.

სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ სერვისის განცხადებები, ადმინისტრაციული წერილები და სხვა ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ზოგიერთი ასეთი შეტყობინების მიღებაზე.

ზოგიერთი ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია მობილური მოწყობილობებისთვის. ნუ გამოიყენებთ ასეთ სერვისს ისე, რომ მან გაფანტოს თქვენი ყურადღება და ხელი შეუშალოს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვას.

თქვენი OTELMS ანგარიში

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ OTELMS-ის ანგარიში, რათა შეძლოთ ჩვენი სერვისების გამოყენება. თქვენი OTELMS ანგარიშის დაცვის მიზნით, კონფიდენციალურად შეინახეთ პაროლი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც ხდება თქვენს OTELMS ანგარიშზე. სცადეთ არ გამოიყენოთ OTELMS ანგარიშის პაროლი მესამე მხარის აპლიკაციებზე. თუ გაიგებთ თქვენი პაროლის ან OTELMS ანგარიშის ნებისმიერი არასანქცირებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.

კონფიდენციალურობა და საავტორო უფლებების დაცვა

OTELMS-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვზრუნავთ თქვენს პირად მონაცემებზე და ვიცვათ თქვენს კონფიდენციალურობას ჩვენი სერვისების გამოყენების დროს.

ჩვენ რეაგირებას ვახდენთ შეტყობინებებზე საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ და ვბლოკავთ ანგარიშებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, აშშ-ის ციფრული ათასწლეულის საავტორო აქტში მითითებული პროცესის შესაბამისად.

თქვენი კონტენტი ჩვენს სერვისებში

ზოგიერთი ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ, წარმოადგინოთ, შეინახოთ, გააგზავნოთ ან მიიღოთ კონტენტი. თქვენ ინარჩუნებთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რომელსაც თქვენ ფლობთ ამ კონტენტთან მიმართებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც გეკუთვნით თქვენ, თქვენივე რჩება.

როდესაც თქვენ ტვირთავთ, ინახავთ, აგზავნით ან იღებთ კონტენტს ჩვენი სერვისებისთვის ან მათი საშუალებით, თქვენ აძლევთ OTELMS-ს (და მათ, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ) გამოყენების, განთავსების, შენახვის, რეპროდუცირების, მოდიფიცირების, წარმოებული ნაწარმოების შექმნის (მაგალითად, თარგმნა, ადაპტაცია ან სხვა ცვლილებები, რომლითაც თქვენი კონტენტი უკეთესად მუშაობს ჩვენს სერვისებში), ურთიერთობის, გამოქვეყნების, საჯაროდ შესრულების, საჯაროდ ჩვენებისა და გავრცელების მსოფლიო ლიცენზიას. ამ ლიცენზიით მინიჭებული უფლებები განკუთვნილია ჩვენი სერვისების შეზღუდული გამოყენების, ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისთვის, ასევე ახალი პროგრამების შემუშავებისთვის. ეს ლიცენზია გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეწყვეტთ ჩვენი სერვისებით სარგებლობას. ზოგიერთი სერვისი შეიძლება გთავაზობდეთ კონტენტის წვდომისა და წაშლის საშუალებას, რომელიც მოგეწოდებოდათ სერვისის ფარგლებში. ასევე, ზოგიერთ ჩვენს სერვისში არსებობს პირობები ან პარამეტრები, რომლებიც ავიწროებენ ამ სერვისებში წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენების მოცულობას. დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ აუცილებელი უფლებები, რომ მოგვანიჭოთ ლიცენზია ნებისმიერი კონტენტისთვის, რომელსაც ჩვენს სერვისებს წარუდგენთ.

დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იყენებს და ინახავს OTELMS კონტენტს, შეგიძლიათ იხილოთ  კონფიდენციალურობის პოლიტიკასა ან კონკრეტული მომსახურების დამატებით პირობებში. თუ ჩვენი სერვისების შესახებ გამოხმაურებას ან წინადადებას აგზავნით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი გამოხმაურებები ან წინადადებები თქვენს წინაშე ვალდებულების გარეშე.

ჩვენი სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ

როდესაც სერვისი მოითხოვს ან შეიცავს ჩამოსატვირთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ეს პროგრამა ავტომატურად განახლდება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც ახალი ვერსია ან ფუნქცია იქნება ხელმისაწვდომი. ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ავტომატური განახლების პარამეტრები.

OTELMS გაძლევთ OTELMS-ის სერვისის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პერსონალურ, მსოფლიო, უფასო და არა-ექსკლუზიურ ლიცენზიას. ეს ლიცენზია განკუთვნილია მხოლოდ იმ მიზნისათვის, რომ თქვენ გქონდეთ საშუალება გამოიყენოთ და ისარგებლოთ OTELMS-ის მიერ შემოთავაზებული სერვისებით, ამ პირობებით დაშვებული წესით. თქვენ არ შეგიძიათ ჩვენი სერვისების ან მათში შემავალი პროგრამული უზრუნველყოფის ასლის გაკეთება, მოდიფიცირება, გავრცელება, გაყიდვა ან გაქირავება, ასევე რევერსული ინჟინერიის გამოყენება ან პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდი ამოღების მცდელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კანონები კრძალავს ამ შეზღუდვებს ან გაქვთ ჩვენი წერილობითი ნებართვა.

პროგრამული უზრუნველყოფა ღია საწყისი კოდით ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს სერვისებში გამოყენებული ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება წარგედგინოთ ლიცენზიის ქვეშ ღია საწყისი კოდით. ლიცენზიაში ღია საწყისი კოდით შეიძლება არსებობდეს დებულებები, რომლებიც აშკარად უარყოფს ზოგიერთ ამ დებულებას.

ჩვენი სერვისების მოდიფიცირება და შეწყვეტა

ჩვენ მუდმივად ვცვლით და ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისებს. ჩვენ შეიძლება დავამატებთ ან წავშალოთ ფუნქციონალური შესაძლებლობები ან ფუნქციები, ასევე შეიძლება შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ სერვისი საერთოდ.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა, თუმცა, ჩვენ გული დაგვწყდება, თუ მიგვატოვებთ. OTELMS-მა ასევე შეიძლება შეგიჩეროთ სერვისების მიწოდება, ან ნებისმიერ დროს დაამატოს ან შექმნას ჩვენი სერვისების ახალი შეზღუდვები.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ფლობთ თქვენს მონაცემებს და თქვენი მონაცემების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. თუ სერვისის შეწყვეტას გადავწყვეტთ, თუ ეს გონივრულად იქნება შესაძლებელი, მოგაწვდით წინასწარ გაფრთხილებას და ამ სერვისიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ჩვენი გარანტიები და პასუხისმგებლობაზე უარი

ჩვენ გთავაზობთ ჩვენს სერვისებს კომერციულად გონივრული უნარ-ჩვევებისა და ზრუნვის გამოყენებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ ისიამოვნეთ მათი სარგებლობით. მაგრამ არსებობს გარკვეული რამ, რასაც ჩვენ არ გპირდებით ჩვენი სერვისების ფარგლებში.

გარდა შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირაა მითითებული წინამდებარე ან დამატებით პირობებში, არც OTELMS, არც მისი მომწოდებლები და დისტრიბუტორები  არ იძლევიან რაიმე კონკრეტულ დაპირებას სერვისების შესახებ. მაგალითად, ჩვენ არ ვკისრულობთ ვალდებულებებს სერვისში არსებული კონტენტის შესახებ, სერვისების კონკრეტული ფუნქციების შესახებ, ან მათი საიმედოობის, ხელმისაწვდომობისა ან თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას „როგორც არის“.

ზოგიერთი იურისდიქცია ითვალისწინებს გარკვეულ გარანტიებს, როგორიცაა სავაჭრო გარანტია, კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილი გარანტია და დარღვევის არარსებობა. კანონით ნებადართული ზომით, ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა გარანტიას.

პასუხისმგებლობა ჩვენი სერვისებისთვის

კანონით ნებადართულ შემთხვევებში, OTELMS და OTELMS-ის პროვაიდერები და დისტრიბუტორები არ არიან პასუხისმგებელნი დაკარგული მოგების, შემოსავლების ან მონაცემების, ფინანსური დანაკარგების ან არაპირდაპირი, სპეციალური, შედეგობრივი, სამაგალითო ან საჯარიმო ზიანისთვის.

კანონით დაშვებული ხარისხით, OTELMS-ისა და მისი პროვაიდერებისა და დისტრიბუტორების სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერი პრეტენზიებისთვის, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე პირობებს, მათ შორის რაიმე ნაგულისხმევი გარანტიის ჩათვლით, შემოიფარგლება იმ თანხის ოდენობით, რომელიც თქვენს მიერ იყო გადახდილი სერვისით სარგებლობისთვის (ან თუ ჩვენ გადავწყვეტთ მოგაწოდოთ სერვისი კიდევ ერთხელ).

ყველა შემთხვევაში, OTELMS და მისი მომწოდებლები და დისტრიბუტორები არ აგებენ პასუხს ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალისთვის, რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, თქვენ გაგაჩნდეთ კანონიერი უფლებები, როგორც მომხმარებელს. თუ სერვისებს პირადი მიზნებისთვის იყენებთ, მაშინ ამ პირობებით ან რაიმე დამატებითი პირობებით არ შეიზღუდება ნებისმიერი სამომხმარებლო სამართლებრივი უფლება, რომელიც არ შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულებით.

ჩვენი სერვისების გამოყენება კომპანიის მიერ

თუ თქვენ ჩვენს სერვისებით სარგებლობთ კომპანიის სახელით, ეს კომპანია ეთანხმება ამ პირობებს. იგი დაიცავს OTELMS-ს და მის ფილიალებს, თანამდებობის პირებს, აგენტებსა და თანამშრომლებს ნებისმიერი საჩივრის, სარჩელის ან მოქმედებებისგან, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია სერვისის გამოყენებასა ან ამ პირობების დარღვევასთან, მათ შორის ნებისმიერი ვალდებულებისა ან ხარჯებისგან, რომლებიც წარმოიშობა პრეტენზიებთან, დანაკარგებთან, ზიანთან, სარჩელებთან, გადაწყვეტილებებთან, საჯარიმო ხარჯებსა და ადვოკატების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.

წინამდებარე პირობების შესახებ

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს პირობები ან ნებისმიერი დამატებითი პირობები, რომლებიც ვრცელდება სერვისზე, მაგალითად, კანონში ცვლილებების ასახვისა ან ჩვენი სერვისების ცვლილებების გამო. თქვენ რეგულარულად უნდა ეცნობოდეთ ამ დებულებებს. ჩვენ გამოვაქვეყნებთ შეტყობინებას წინამდებარე პირობებში ცვლილებების შესახებ ამ გვერდზე. ჩვენ შეგატყობინებთ შესაბამის სერვისში დამატებითი პირობების შეცვლის შესახებ. ცვლილებები არ ვრცელდება რეტროაქტიულად და ძალაში შევა მათი გამოქვეყნებიდან თოთხმეტი დღის შემდეგ. თუმცა, ცვლილებები, რომლებიც სერვისის ახალ ფუნქციებს ან ცვლილებებს ეხება, ან რომლებიც შეტანილია იურიდიული მიზეზების გამო, ამოქმედდება დაუყოვნებლივ. თუ არ ეთანხმებით სერვისის შეცვლილ პირობებს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამ სერვისის გამოყენება.

თუ ამ პირობებსა და დამატებით პირობებს შორის კონფლიქტი არსებობს, დამატებითი პირობები პრიორიტეტულია.

ეს პირობები აკონტროლებს OTELMS-სა და თქვენს შორის ურთიერთობას. ისინი არ წარმოქმნიან მესამე მხარის ბენეფიციარ უფლებებს.

თუ თქვენ არ იცავთ ამ პირობებს და ჩვენ დაუყოვნებლივ არ ვახდენთ ამაზე რეაგირებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვაცხადეთ ნებისმიერ უფლებებზე, რაც შეიძლება გვქონდეს (როგორიც არის სამომავლო მოქმედებები).

თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტული პირობა არ არის აღსრულებადი, ეს გავლენას არ მოახდენს ნებისმიერ სხვა პირობაზე.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და სასამართლოები

თუ თქვენ ხართ ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში მცხოვრები მომხმარებელი: თქვენს ქვეყანაში არსებული კანონები და სასამართლოები ვრცელდება ნებისმიერი დავაზე, რომელიც გამომდინარეობს ამ პირობებიდან. დავები შესაძლებელია  განიხილოს ევროკომისიის დავების ონლაინ გადაწყვეტის პლატფორმაზე, მაგრამ OTELMS არ იღებს ვალდებულებას და არ არის ვალდებული მოაგვაროს დავები რომელიმე ალტერნატიულ სუბიექტამდე დავების გადაწყვეტის შესახებ.

თუ თქვენ ხართ კომპანია, არსებული ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში: ეს პირობები რეგულირდება ინგლისის კანონმდებლობით და თქვენ და OTELMS მხოლოდ ინგლისის იურისდიქციას ექვემდებარებით ამ პირობებისგან წარმოშობილ ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, მაგრამ OTELMS-ს ნებისმიერ იურისდიქციაში აქვს უფლება, კვლავ შეიტანოს განაცხადი სასამართლო დაცვის საშუალებებისთვის (ან სხვა ექვივალენტური სამართლებრივი დახმარებისთვის).

OTELMS-სთან დაკავშირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს საკონტაქტო გვერდს.