სტატისტიკური კვლევების მიხედვით, პირდაპირი ჯავშნები, ზოგადად, შეადგენს ობიექტებში ჯამური ჯავშნების დაახლოებით 45%-ს. ეს საკმაოდ დიდი პროცენტია, რადგან სტუმრისთვის ობიექტის კორპორატიული ვებგვერდი ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ იპოვონ საინტერესო ტარიფები და სპეციალური შეთავაზებები, რომლებზეც გაყიდვების არხები არაფერს ამბობენ.
თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუმარი მოულოდნელად ტოვებს საიტს დაჯავშნის გარეშე იმის ძიებაში, რაც მას სჭირდება. მაგალიტად, კონკურენტებისგან ან OTA-ების დახმარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციას, რომელსაც ობიექტი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, რაც ხელს უშლის სტუმარს ყველაფრის გაგებაში და ობიექტის დაჯავშნაში.
ჩვენ მოვიძიეთ და შევკრიბეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც უშვებენ განსახლების ობიექტები, რაც იწვევს პირდაპირ დაჯავშნაზე უარის თქმას სტუმრების მხრიდან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოფიციალური ვებსაიტის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სტუმარს შეუძლია უბრალოდ „აქ და ახლა“ გაეცნოს ყველა საჭირო ინფორმაციას ობიექტის შესახებ. აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციას შორის მან დაუყოვნებლივ დაინახოს ოთახების ხელმისაწვდომობა, ტარიფები, ოთახების კატეგორიების მიხედვით განსახლების ვარიანტების ფასები, ობიექტში არსებული სერვისები.
როდესაც სტუმრებს ექმნებათ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტების აუცილებლობა, არც თუ ისე დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი მათთვის საჭირო პასუხების ძიებას დაიწყებენ. ამასთანავე არ იქნებიან მოხიბლულები ობიექტის მოლოდინით, რომ ჯავშანს თავად სტუმარი გააფორმებს.
მას შემდეგ რაც სტუმარმა ობიექტის ვებსაიტზე გაიარა ინფორმაციის ძიების პროცესი, ის აღარ იქნება მზად „ახალი გამოწვევებისთვის“. მაშასადამე, აქსიომა ასეთია: ვიზიტორი იმიტომ გადადის საიტზე, რათა დამოუკიდებლად გააფორმოს ჯავშანი და გახდეს სტუმარი.
ოფიციალურ ვებსაიტზე ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრა შესაძლებელია დაჯავშნის თანამედროვე მოდულის დაყენებით – ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონების მართვის სისტემის სავალდებულო ელემენტი.
მაგალითად, ქონების მართვის სისტემა OtelMS-ის დაჯავშნის მოდული არის ამ პრობლემის აღმოფხვრის პრაქტიკით გამოცდილი საშუალება. ის შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ მოხერხებულად მიაწოდოს სტუმარს ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია „აქ და ახლა“ და სწრაფად მიიყვანოს ის დაჯავშნის ღილაკამდე.
ფასებში მნიშვნელოვანი განსხვავება ობიექტის ოფიციალურ ვებსაიტზე და გაყიდვების არხებზე, რაც არ არის ლოგიკური (ფასთა სხვაობა) – ხშირად ჩნდება პერსონალის რუტინული მუშაობის გამო. ადამიანს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდეს დრო ან დაავიწყდეს ფასებში ცვლილებების შემოწმება და ვერ მოახერხოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პარტნიორი გაყიდვების არხებისთვის.
ასევე, გასათვალისწინებელია გარკვეულ არხებზე შიდა აქციების მუდმივი არსებობა, რაც საშუალებას აძლევს ფასების შემცირებას მყიდველისთვის უფრო „სასიამოვნო“ დონემდე. ამ კონკრეტულმა კი შეიძლება თავად ობიექტის მიერ ფასების გადახედვის საჭიროება შექმნას, რადგან იქმნება სიტუაცია, როცა ფასები გაყიდვების არხებზე უფრო დაბალია იმ ფასებზე, რომლებსაც ობიექტის ოფიციალური ვებსაიტი სთავაზობს.
ასეთი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიდი ყურადღება მიაქციოთ როგორც ფასების კორექტირების პროცესს, ასევე ახალი ინფორმაციის ატვირთვას, ამასთანავე ბაზარზე ფასების პროფესიონალურ მონიტორინგს, სპეციალური შეთავაზებების დახმარებით სტუმრების მოზიდვაზე მუშაობა და ა. შ.
აქვე, რთულია ახალი მაღალი ტექნოლოგიების გარეშე. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს OtelMS სისტემის არხის მენეჯერს, რომელსაც შეუძლია ნათლად და სწრაფად, ყოველგვარი შეცდომის გარეშე, გადასცეს განახლებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ყველა გაყიდვის არხს, რომლებთანაც ობიექტი თანაშმრომლობს. გარდა ამისა, ამ მაღალტექნოლოგიური სერვისის სპეციალურ მოდულებს შეუძლიათ მონიტორინგი და ანალიტიკა, ოპერატორის მიერ მითითებული პარამეტრების მიხედვით.
„თანამედროვე სამყაროში მომხმარებლის მიერ მოწოდებული სერვისების გადახდის საშუალებების შეზღუდვა არის მისი დაკარგვის პირდაპირი გზა, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკვიზიტებით გადახდის შესახებ, რის შედეგადაც გადამხდელს (სტუმარს) ხშირად საბანკო საკომისიოს გადახდა უწევს.
სტუმრებს არ სურთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა განახორციელონ მათ მიერ შეკვეთილი სერვისების გადახდა, ამიტომ მათ დღეს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული გადახდის ვარიანტების სრული სპექტრი.
გადახდის სხვადასხვა მეთოდის დამატებისას გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ე.წ. „არა გარანტირებულ“ კატეგორიაში, რამაც შეიძლება გაზარდოს სტუმრების „გამოუცხადებლობის“ რისკი. OtelMS სისტემის დაჯავშნის მოდულის გამოყენებით, შეგიძლიათ დააწესოთ წინასწარი გადახდა, რითაც დაზღვეული იქნებით სტუმრისა და დროის დაკარგვისგან და ამავე სისტემის ექვაირინგის ფუნქციის გამოყენებით, გარანტირებული გექნებათ მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გადახდები.
დამატებითი ღირებულება, როგორც წესი, ნიშნავს სერვისს, რომელიც ემატება სტუმრების განსახლების საფასურს. თუ თქვენ თავიდანვე არ აღწერთ განსახლების ასეთი სერვისის ნიუანსი, თქვენი ტარიფები მხოლოდ ღამისთევის მომსახურებას დაემსგავსება. ასევე თუ კი დეტალურად არ გექნებათ გაწერილი მომსახურებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ შედიან განსახლების საფასურში, ამ შემთხვევაშიც სტუმრებისთვის არასაკმარისად გასაგები იქნება მათი მნიშვნელობა.
ასეთი სერვისის მითითების უმარტივესი გზაა მის შესახებ ინფორმაციის აპარტამენტის ან ოთახის აღწერილობაში განთავსებაა. ასევე იყენებენ წარწერებს აპარტამენტების ფოტო-სურათებზე: ეს კონკრეტული კი კრეატიულად ხაზს უსვამს სერვისების პოპულარიზაციის ან ახალი ტარიფების ვიზუალიზაციას.
“ხშირად ისე ხდება, რომ ობიექტი ქმნის “”საინტერესო”” სარეკლამო ტარიფებს გარკვეული თარიღებისთვის, რომელთა დაჯავშნა სტუმრებს არ შეუძლიათ დანიშნულ თარიღებამდე. ეს ხდება იმის გამო, რომ მართვის სისტემები ან მოძველებულია ან არ არის კონფიგურირებული იმისათვის, რომ დაჯავშნა განხორციელდეს მიმდინარე ტარიფების მოქმედების პერიოდში.
საიტის არც ერთი ვიზიტორი არ დაიწყებს ასეთი ნიუანსების გარკვევას და მათი უმეტესობა არც კი დაელოდება დანიშნულ „სააქციო თარიღებს“ და პირდაპირ დაიწყებს რაიმე რეალურის ძებნას.
თქვენი ბიზნესის ვებგვერდის ავტომატიზაცია უძრავი ქონების მართვის თანამედროვე სისტემებით დაგიცავთ მსგავსი სიტუაციებისგან. OtelMS სისტემის გამოყენებით, შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ სხვადასხვა სატარიფო ვარიანტები და შექმნათ კომბინაცია: “”დღეს”” დაჯავშნის საშუალება მიმდინარე ტარიფებით და დაჯავშნა კონკრეტული თარიღისთვის სააქციო ფასდაკლებით.
ამრიგად, თქვენ არ გაუშვებთ სტუმარს „არაფრის გარეშე“, არამედ შესთავაზებთ დაჯავშნის ვარიანტებს, ფასდაკლებების პრეზენტაბელურობით თქვენთვის სასურველ თარიღებში.
თუ თქვენ არ წაახალისებთ სტუმრებს, რომლებმაც პირდაპირ დაჯავშნეს შესაძლოა მეორეჯერ არ დაჯავშნონ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ კატეგორიის ნომრების სარეკლამო ტარიფი უკვე რეალური ჯილდოა, თუმცა სტუმარს სურს, რომ მისი ყურადღება თქვენს მომსახურებაზე იყოს შენიშვნა და დაჯილდოვებაც კი.
ამიტომ, აუცილებელია სტუმრებს მიეწოდოთ სხვადასხვა ბონუსები საიტიდან პირდაპირი დაჯავშნისთვის: შესაძლოა ექსკლუზიური ფასდაკლებები შემდეგ ჯავშნებზე, ან უფასო ადრეული შესვლის ან გვიან გასვლის ნებართვა, გარანტირებული „კომპლიმენტი“ შემდეგ ჯერზე ოთახისთვის და ყველა დანარჩენი.
გარანტირებულია რომ შეინარჩუნოთ სტუმრების ლოიალობა და წაახალისოთ პირდაპირი ჯავშნები მათგან, ვინც ამჯერად შუამავლების მეშვეობით დაჯავშნა.
ამისათვის განათავსეთ ასეთი ბონუსების „მეორედ“, სადაც ეს შესაძლებელია, უყოყმანოდ ამის გაკეთება თავად ობიექტის ვებსაიტზე. შეინახეთ თქვენი სტუმრების გამოხმაურება, გამოიყენეთ სპეციალური გზავნილები და სხვა გზებით მიეცით შესაძლებლობა განაახლოთ თქვენი სტუმრების სტატუსი და მიიღოთ სხვადასხვა მომგებიანი ბონუსები განმეორებითი პირდაპირი ჯავშნებისთვის.