ისტორია

OtelMS ერთი პარტნიორი, რათა შესრულდეს ყველა ბიზნეს ამოცანა სრულყოფილად

სასტუმროს მართვის სისტემა თქვენი ბიზნესისთვის | OtelMS

OtelMS-ის ისტორია იმ პრობლემებს გადაჭრით იწყება, რომლებსაც მრავალი ოტელიერი დღესაც ხშირად აწყდება. ჩვენს მენეჯმენტი მართავდა რამდენიმე სასტუმროს, რომელთა ოთახების რაოდენობა 200-ს აჭარბებდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათ უნდა გაეთვალისწინებინათ მრავალი ჯავშანი, დამატებითი სერვისები და საფასურები, მრავალ სააგენტოსა და შუამავალთან ურთიერთობა, უნდა ემუშვათ ონლაინ გაყიდვების არხებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, ტურ ოპერატორებთან და სხვა მრავალი ნიუანის. მრავალმა დახარჯულმა საათმა, ნერვმა და რესურსმა მიიყვანა ისინი გადაწყვეტილებამდე, რომ შეექმნათ ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ამ პროცესების ოპტიმიზირებას მოახდენდა, ჩვენ კარგად შევისწავლეთ ბაზარზე არესბული ყველა ოპტიმიზაციის რესურსი, რაც არსებობდა სასუტმროების სამართავად, ვცადეთ რამოდენიმე სასტუმროს მართვის სისტემა და სამწუხაროდ აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთი მათგანი ჩვენს ყველა მთხოვნას არ აკმაყოფილებდა. ზოგი ზედმეტად ძვირადღირებული აღმოჩნდა, ზოგი მხოლოდ უცხოურ სასტუმროებზე იყო ორიენტირებული, რაც არ ითვალისწინებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ რეალობას.

ერთადერთი გამოსავალი საკუთარი სისტემის შექმნა აღმოჩნდა, რომელიც ყველა ჩვენს მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. შესაბამისად დაიბადა OtelMS-ის პირველი ვერსიაც – ეფექტური ღრუბლოვანი სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი სასუტუმრო ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი მოწყობილობიდან და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

Ჩვენი მისია

ჩვენივე სასტუმროები გახდნენ სატესტო პლატფორმენო, რაც დაგვეხმარა სისტემის მუდმივად გაუმჯობესებაში, დახვეწაში და ოტელიერებისათვის ყველაზე საჭირო ფუნქციების დამატებაში. ჩვენსავე სასტუმროებში სისტემის გამოყენების გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, სისტემა გვექცია მართლაც მოსახერხებელ და ეფექტურ რესურსად. რაც დაგვეხმარა იმის გააზრებაში, რომ მსგავსი პროდუქტი გამოსადეგი იქნებოდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი კოლეგებისათვის სხვა სასტუმროებშიც

OtelMS partners

2013 წლის მარტში, დავააარსეთ OtelMS და მივეცით სისტემასთან წვდომა ჩვენს პირველი კლეინტებს, ძირითადად პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებს. ხელმისაწვდომი ფასი და ჩვენს ბაზარზე ორიენტირება საშუალებას აძლევდა ოტელიერებს იმ პროცესის ავტომატიზაციას, ვინც ვერ შეძლო ძვირადღირებული უცხოური სისტემის გამოყენება.

პროდუქტის მყისიერი წარმატების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ მისი განვითარება, ახლა არა მარტო ჩვენი გამოცდილება, არამედ ჩვენი კლიენტების გამოცდილებისა და სურვილების მიხედვითაც. ახალი, ეფექტური, ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი სისტემა საშუალებას მოგვცემს შევიდეთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებულ ბაზარზე და დავიმსახუროთ ათასობით მომხმარებლის ნდობა.

2016 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა დაჯავშნის არხმა, BOOKING.COM- მა სასურველი პარტნიორად დაგვასახელა.

OtleMS-ის ამბავი

2017 წელს დავამატეთ ახალი სერვისი – სასტუმროებისათვის პროფესიონალური საიტების შექმნა. შემდეგ გამოვუშვით სისტემის ახალი ვერსია – OtelMS HMS v.2.0, რომელშიც ჩვენი მომხმარებლის მრავალი სურვილი გავითვალისწინეთ. წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურება ევროპაში, ისეთ ქვეყნებში შესვლთ, როგორებიცაა გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, ბელგია, თურქეთი,სლოვაკეთი და სხვა მრავალი.

ჩვენ დარწმუნებულებ ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მრავალი წარმატება გველოდება წინ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მაქსიმალურად ეფექტურად მართონ ბიზნესი და ძვირფასი დრო მათთვის მნიშვნელოვან რაღაცეებს დათმონ – მათ სასტუმროებსა და სტუმრებს